Wednesday, September 29, 2010

პირველი საბალეტო სკოლა


ბალეტი ლამაზი ცეკვაა. ტელევიზორში ან ფილმში მაინც გექნებათ ნანახი. შეიძლება ბალეტზე თქვენც დადიხართ ან იცნობთ ასეთ ადამიანს. ინგლისურად ბალლეტ ასო “თ” არ იკითხება და გამოითქმის როგორც ბალეი.ბალეტი პირველად იტალიაში შესრულდა 1600-ში.1661-ში კი პირველი საბალეტო სკოლა გაიხსნა საფრანგეთში. ის ლუი მეთოთხმეტემ გახსნა და მხოლოდ კაცებს ჰქონდათ უფლება ეცეკვათ. ქალებმა პირველად ბალეტი იცეკვეს 1681 წელს. ისინი სულაც არ გავდნენ დღევანდელ ბალერინებს, რადგან კოჭებამდე კაბა ეცვათ.1789 წლამდე შემსრულებლები არა მარტო ცეკვავდნენ არამედ პოემებსაც ამბობდნენ და სიმღერებსაც მღეროდნენ.საცეკვაო ძველი ილეთები დღესაც შემორჩენილია და მათ ისევ ფრანგული სახელები ჰქვიათ.ბალეტის ძირითადი 5 ილეთი შეიქმნა 1600 წლებში ფრანგი ბალეტის მასწავლებლისეაუცჰამპს-ის მიერ. ეს ხელების და ფეხების მოძრაობა ეხმარება ბალეტის მოცეკვავეს დაიცვას ბალანსი ცეკვის დროს. ბალეტის ყოველი ნაბიჯი იწყება ერთ-ერთი ძირითადი ილეთიდან.ილეთების ფრანგული დასახელებები და მათი ქართული შესატყვისები:

“Devant,”-win
“Glissade,”-narnari
“Pas,”-nabiji
“Pas de chat,”-“katuri nabiji”
“Pas de deux,”-nabijebi ori mocekvavisTvis
“Pas jete,”- gamosr ialeba
“Releve,”-aweuli
“Rond de jambe,”-cal fexze triali
“En premiere,”-pirveli pozicia
“En seconde,”-meore pozicia
“en troisieme,” “en quatrieme,” and “en cinquieme.” –mesame, meoTxe da mexuTe pozicia.

მოცეკვავეები. მდედრობითი სქესის მოცეკვავეები ანუ ბალერინები ცეკვავენ თითის წვერებზე. ამას ჰქვია ცეკვა “ენ პოინტე”. ბალერინა სულ მცირე 12 წლის უნდა იყოს რომ იცეკვოს ეს ცეკვა. შემდებ იგი იცმევს ფეხზე თითის წვერებთან მაგარ და ბანტიან ფეხსაცმელს. მატყლს დებენ წყერებთან რათა ბალერინას არ ეტკინოს თითის წვერები.
ბალერინები წარმოდგენისთვის იცმევენ “ტუტუს”, რომელიც არის გრძელი პერანგი და ის მიმზიდველად ჩანს როცა ბალერინა ცეკვავს.
მათი თმა კი კოსად შეკრული თავზე მაღლა აქვთ გადაწეული.
მამაკაცი მოცეკვავეები, რომლებსაც უბრალოდ ბალეტის მოცეკვავეები ჰქვიათ, ცეკვავენ უბრალო რბილი სპეციალური ფეხსაცმლით. მათ არ აცვიათ პუანტები. ასევე ისინი კარგ ფორმაში უნდა იყვნენ, რათა შეეძლოთ ბალერინების ჰაერში აწევა.
ყველა ბალეტის მოცეკვავეს აცვია კოლგოტი. ეს არის წინდების მაგვარი რამ , რომელიც მთელ ფეხს ფარავს.

ყველა საბალეტო დადგმა სხვადასხვანაირია სხვადასხვა ადგილებში.
შეგიძლია ნახო “გედების ტბის” ბევრნაირი დადგმა და არასდროს მოგწყინდება რადგან ყველა ქორეოგრაფი თავისებურად დგამს ბალეტს.

1 comment:

  1. საინტერესო იყო, პირველად გავიგე.
    გმადლობ მშვენიერი ინფორმაციისთვის.
    კარგია.. ^^
    :*

    ReplyDelete