Wednesday, May 25, 2011

შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

მაცომ დამთაგა ამ პოსტზე. არც ვიცოდი. შევედი წავიკითხე მისი პოსტი და ვნახე იქ.
ამ ბოლო დროს ვეღარ ვწერდი რატომღაც.
რამდენი ხანია არაფერი დამიწერია და ეს ბოლო ჩემი პოსტი "Smell of the skin" როგორ გამომივიდა არ ვიცი.
ლექსის დაწერა მინდა იმაზე, რაც დიდ სიხარულს, სიყვარულს მგვრის და ვერ ვაკეთებ. ბევრნაირი ვარიანტი დავიწყე და გავჩერდი. არ შემიძლია ბედნიერების აღწერა, თურმე არ შემძლებია.
გადავუხვიე თემას მგონი.
ჩემთვის სევდიანი მომენტებიც იმსახურებს გაჩერებას, თუმცა ვეცდები ნაკლებად დავწერო სევდიან მომენტებზე.


2010 წლის ზაფხული - ზღვა, 2 მთვარე, მეგობრები, ფეხშიშველი სიარული, ზღვასთან კოცონი, შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

ღამის 4 საათი, ჩემი დეიდაშვილი ჩემთან დარჩა, ვწევართ, ჩემი ძმა, ნასვამი, გაგვაღვიძა, შოკოლადები, რაფაელოები,  მაკოცა, შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

სკოლის მოსწავლე ვარ, სცენა, სიმღერა, მოხუცის ღიმილნარევი, სიხარულით და სიტკბოთი სავსე თვალები, შეჩერდი, წამო, მშველიერი ხარ.

სკოლის მოსწავლე ვარ, თბილისობა, გავიყინე, ვიმღერე, და პირველი ადგილი..., სიგელი, შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

ქობულეთი, ჯგუფელები, ცეკვა, სიცილი, კამერა, საზამთრო, შეჩერდი, წამო, მშველიერი ხარ.

დაღლილი დედა, კოცნა, ჩახუტება, შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!
ჯაზის მოსმენის დროს ხშირად მჭირს შეჩერდი, წამო.

ბაღი, ანა მუსი, miss Ia, I love you! შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

კოკას თვალების ყურება, მისი მეორე თვალების ყურება. შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!

კოკასთან გატარებული ყოველი წამი ჩერდება!

1 comment: