Wednesday, May 25, 2011

Smell of the skin

ზოგჯერ ისე დაცხება ხოლმე, რომ სუნთქვაც ჭირს. მერე გონება გეკარგება. აზროვნებ, მარა ცოტა ხნის მერე აღარ გახსოვს რაზე ფიქრობდი. ფიქრობ ისეთ უცნაურ რაღაცეებს, რაც შენც იცი, რომ მასე არაა. გამორკვეულს აღარ გახსოვს რატომ ფიქრობდი ასე.
ლაპარაკი გინდა და ემზადები სიტყვის სათქმელად, მარა ვერ იწყებ, ვერ ლაპარაკობ. თითქოს შიგნიდან გექაჩებიან და არ უშვებენ ხმას ამოვიდეს ყელიდან, ტუჩები არ იძვრის, რათა ასო წარმოთქვან
. ბაგეები გაყინულან, გამშრალან და ენას უხმობენ, რათა მოლოკოს  და გამოაცოცხლოს, როგორც გულწასულს წყლის შესხურება გამოაცოცხლებს, მოიყვანს გონზე.
ფიქრი ზარმაცდება ხოლმე ამ დროს და არ სურს ტრაკის განძრევა. მიატოვებს მფლობელს და ჯიუტდება. თიშავს მთელ გონებას და ხელ-ფეხს უკრავს
, რათა ვერ შეძლონ მოძრაობა. საფეთქლები იწყებენ წივილს, კივილს, გიკაკუნებენ ჩაქუჩს, ლურსმანი საჭიროზე  გრძელია და დიდი დრო სჭირდება დაჭედებას.
  თვალები იყურებიან, თუმცა უაზროდ. თვალი თვალში რომ გაუყარო, ვერ ამოიკითხავ ვერაფერს. თუ ძლიერ დააკვირდები, უსასრულობაში დაკარგის შიში შეგიპყრობს და თვალს მოარიდებ. გუგები ამ დროს დაპატარავებულია, თვალის ფერი კი, ვერაფერს გეტყვის საინტერესოს.
 კისერი, მაინც რა ლამაზი კისერი აქვს. ყელი მოუღერებია და მაცდუნებლად გამოიყურება. ძნელია თავი შეიკავო ცქერისგან. ნეტა თბილი კისერი აქვს? ხელის ნელი ჩამოცურებით იგრძნობდი ტემპერატურას, მარა ხელის მიტანას როგორ გაბედავ? არ მიგიშვებს... შორიდანვე უკარება ჩანს. რა უცნაურად თეთრია...
 ვიზმორები და ვიღვიძებ...


                                                                    ნეფერტიტის დღიურიდან

No comments:

Post a Comment