Monday, September 5, 2011

სიცარიელე








































ყურძნის ფოთლების შრიალი მესმოდა,
მესმოდა კნავილი...
ხალათების შრიალი,
თეთრი ხალათების გადახსნილი ღილები,
სქელ ტუჩებზე გათხაპნილი წითელი პომადები,
არასასიამოვნო და ცოტა თავხედური, მსუქანი სიცილი.
სპირტის სუნით გაჟღენთილი ოთახი
  და ამ ოთახში საჰაერო ბუშტივით გაბერილი ქალების გრძელი რიგი. ყურძნის ფოთლების შრიალი მესმოდა,
მესმოდა კნავილი...
წყლის ბოთლები, უაზრო ნაბიჯები ოთახის ირგვლივ,
უცნაურად მზირალი დედამთილების თვალები.
  "შემდეგი," ხალხში შფოთია..
ოთახში შემოდის ყურებამდე გაღიმებული გოგონა,
  კმაყოფილი სახით მიდის მსუქან, უგემოვნოდ ჩაცმულ მამაკაცთან და ერთად გადიან გარეთ.
მე მაინც მესმოდა კნავილი...
  იცდი, სანამ ძალა გაქვს ითმინო ეს აუტანელი სპირტის სუნი.
დრო მიდის... გული უფრო გამალებით იწყებს ცემას და
შენც შედიხარ ვეშაპის ხახაში, რომელიც
არც თუ ისე გემოვნებით, თუმცა
კომფორტულად მოწყობილი ოთახია.
აღარ მესმის კნავილი...
ღრმა სიჩუმეა, სუნთქვას ვიკავებ რომ არ დავარღვიო ეს სიჩუმე.
  ვწვები ტყავის საწოლზე.
თეთრი კაცი  მაშტერდება...
მეკითხება რაღაცას,
ვპასუხობ რაღაცას.
მხოლოდ პირის მოძრაობას ვხედავ, ხმა  არ მესმის.
ჭაღარა კაცი მუცელზე მეფერება.
ხელს ზემოთ და ქვემოთ აცურებს.
  მეღიტინება.
კნავილი აღარ მესმის...
გალობა შემომესმა ქალწულისა

და ჩვენ ერთხმად ავტირდით...

Thursday, August 25, 2011

ჩემი ქალიშვილი

ნახევარი საათი გავითიშე.
ჩემს გოგოზე ვფიქრობდი.
ხო გადავწყვიტე შვილი გავაჩინო.
გოგო იქნება და ლაილას დავარქმევ.
დედაჩემმა მითხრა, 9 თვე როგორც გინდა ისე ატარე და გაჩენის მერე დაგეხმარები გაზრდაშიო.
ამაზეც მადლობელი ვიქნები.

შეიძლება ხალხს გაუკვირდეს, მარა საუკეთესო დედა ვიქნები. ერთ-ერთი საუკეთესო.
მზრუნველი და მოსიყვარულე. ჩემი შვილი თავზე მეტად მეყვარება და ეს მას ეცოდინება.
ვეტყვი რომ, ყველანაირი სიყვარული შეიძლება შეიცვალოს და დედაშვილურს ვერაფერი შეცვლის.
შვილს მოვანათლინებ ისეთ ადამიანს, ვინც ეკლესიასთან ახლოს იქნება. იქნებ ის მაინც დადგეს ჩემზე უფრო მორწმუნე.
იქნებ სულაც მონაზვნობა მოუნდეს. არ დავუშლი.
ბალეტზე ვატარებ ლაილას. იქ ისწავლის რა ძნელია რაღაცა მნიშვნელოვანს მიაღწიო.
ლაილა მკითხხავს მამაჩემი ვინააო და ვეტყვი ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და გეტყვითქო.
ჩემი გოგო ყოველთვის იგრძნობს ჩემს სიყვარულს. ამან შიძლება ოდნავ გაათამამოს, თუმცა არ გაფუჭდება.
როგორ შეიძლება ჩემი შვილი ცუდი იყოს.
ოქროს კულულები და ცისფერი თვალები ექნება.
ძალიან მტკიცე ხასიათი ჩამოუყალიბდება. არ იქნება ნაზი.
ლაილა კარგად ისწავლის, ჭკუით მამამისს დაემსგავსება.
ჩემ გოგოს დაქალი ეყოლება და ეს მე ვიქნები.
რა ეგოისტი ვარ ^^ :დ
გზაზე გადასვლისას ხელს ჩამკიდებს. მთლიანად ექნება ჩემი ნდობა და იმედი.
ეცოდინება, რომც როგორც არ უნდა გაუჭირდეს, მე მის გვერდით ვიქნები.
ადრე გამითხოვდება ლაილა.
გულზე ვუმკურნალებთ ლაილას.

ძალიან მიყვარხარ ჯერ არ დაბადებულო, ჩემო შვილო. <3

Saturday, August 13, 2011

<< ჩემი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები >>

ფიქრები, ესაა ის, რასაც ვერასოდეს გაიგებს ვერავინ რა ახლოსაც არ უნდა იყოს ჩემთან.
ყური მოსწიე, თავი მომადე, თვალებში ჩამხედე, მაინც ვერ გაიგებ რაზე ვფიქრობ.
არ ვიტყვი და ვერ ვიტყვი, რაზეც ვფიქრობ. ეს ისეთი ფიქრებია, რომლებსაც სიტყვებით ვერ დაალაგებ.
ბევრს ვფიქრობ თუ არა?
ძალიან ცოტას.
ამას თავი დავანებოთ...
წერილი ფიქრეთის ერთ-ერთ მაცხოვრებელს.

ვიღაცას როგორ უნდა შურდეს შენი? ოდესმე იფიქრებდი, რომ შენივე სქესის წარმომადგენელს შენი შეშურდებოდა? არა შესაშური კი არის მარა... იცი რა სიტყვები თქვა?  "ვიღაც ელ-მა ("ელ" სახელია) როგორ უნდა მაჯობოსო?" ისე აღაშფოთა ამ ფაქტმა. რათქმა უნდა რა შეშურდა ამას ვერ მოგწერ. ეს  მე ვინც ვიცი და კიდე არის ადამინები, რომლებსაც ასევე შურთ შენი.
ვიცი, შენ გაგისწორდება რომ გაიგო რისი შურთ, მარა განზრახ არ მოგწერ.
<ხალხი რას იფიქრებს>
შენი გოგო იცი რეებს შვრება?-- არ იცი. არც დაინტერესებულხარ და იმიტომ.
ის კარგადაა და მეტიც, ზედმეტად კარგად. ზედმეტი კი არაფერი ვარგა.
გგონია ვბოდავ?
არა. ჩემი ფიქრებივით არეულად გამოვხატავ ჩემს შეხედულებებს.
შენი გოგო სხვას ეხუტება და შენზე ფიქრობს. შენი გოგო ჩახუტებისას თვალებს ახელს და საშინელებებს ფიქრობს. თავად მითხრა რეებს ფიქრობს, მარა თვითონ არ თვლის, რომ საშინელებაა. თავს რგავს ვიღაც ბიჭის მკერდზე და ფიქრობს: ის ხომ სხვას ეხუტება, მეც ჩავეხუტები სხვასო და უფრო მაგრად ეკვრის მკერდზე ალკოჰოლმოკიდებული.
შენი გოგო ფიქრობს, რომ ნაძირალა ხარ. ალბათ ჯერ ვერ გაიაზრა, რომ შენ ნაძირალაზე უარესი ხარ. არაუშავს ზიზღი უფრო ძლიერიც არსებობს და მალე მოემატება.
შენი გოგო სხვა ბიჭებს გადარებს.
შენ გოგოს არ უნდა ამდენი ბიჭი, არა, მას ბიჭი სულ არ უნდა, მარა უწევს მათთან ყოფნა.
შენი გოგო ხვდება, რომ გაგა მწარედ გჯობია.
შენი გოგო ყველა შემხვედრს ეხუტება და რაღაცას ეძებს ამ ჩახუტებაში. ჯერ ვერ იპოვა.
შენი გოგო ელოდება ისეთს, ვისი შეხებაც ააკანკალებს და ერთი ტუჩების შეხებით გათიშავს.
შენ გოგოს ბოლო 2 დღის განმავლობაში სიგიჯემდე ენატრები და იკლავს გულში ამას.
შენი გოგო ძლიერია.
შენ გოგოს შეუძლია 4 ბიჭთან იყოს და ამავდროულად არცერთთან.
შენი გოგო ბიჭებს კოცნის და შენი ერთგულია.
შენმა გოგომ  ვერ შეძლო ის, რაც შენ მეორე დღესვე გააკეთე.
შენ გოგოს იმის გაკეთება შეუძლია შენს გამო, რასაც შენ ვერ წარმოიდგენ.
შენს გოგოს ეზინება და არ აძინებ.
შენი გოგო კარგადაა.

შენი გოგო? ბოდიში, მინდოდა მეთქვა შენი ყოფილი გოგო.


Tuesday, August 9, 2011

2 days in Ureki

პოსტი ურეკზე. მე პირველად ვიყავი იქ წელს.

ვიფიქრე იქნება ვინმე, ვინც არ ყოფილა და პოსტი ასე თუ ისე წარმოდგენას შეუქმნის..

ღამის სმენის მერე, მე და დედა 12 საათიან მარშრუტს ურეკისჯენ გავყევით.
გზაში დედის მხარზე ჩამოვდე თავი და მეძინა.
შემდეგ ფოტოების გადაღებით გავერთე. ვიჭყანებოდი და ვაჩხაკუნებდი აპარატს.

ჭკუანაკლულმა პორტერმა (მებარგულმა) სადგურზე ჩამოგვსვა თვით ურეკის ტრასიდან შორს.
რა გვექნა?
ვიარეთ ფეხით ურეკის მთავარ ტრასამდე.
რჩევა ნომერი 1. არ ჩამოხვიდეთ მარშრუტიდან სანამ აბრა "ურეკის" არ დაინახავთ.
მთავარ ტრასამდე სანამ კუკუშკა გამოივლიდა საბედნიეროდ მანქანამ გაგვიჩერა და ცენტრში, პარკში გაგვიყვანა.
მე სასწრაფოდ გავვარდი პლიაჯზე, დატოვა დედამ მთელი ბარგი და წავიდა ბინის საპოვნელად.
ამაშიც გაუმართლა ჩემს ნათელ დედიკოს და საკმაოდ მოსახერხებელი ოთახი საკმაოდ მოკრძალებულ ფასად იშოვა.
რჩევა ნომერი 2. ბინისთვის საშუალოდ 10 ლარი იანგარიშეთ, თუმცა თქვენ მოინდომეთ და იაფადაც წააწყდებით. :)
პლიაჯზე მოვთავსდი თუ არა ზღვაში შევაჭერი. ურეკის ზღვა საკმაოდ კარგია. არ ჩამოუვარდება ბატუმსა თუ ქობულეთს. დადებითი მხარე კი ის არის ამ სანაპიროზე, რომ ქვიშაა და ფეხები არ გემტვრევა. ჰო ზღვის წყალიც ვიგემე. იცით, საკმაოდ მლაშეა :)
დედაც დაბრუნდა და მზე უკვე 3 წუთში ჩავიდოდა ზღვაში მარა ვინ გაცადა ყურება?
მზის ჩასვლა ვერ ვნახე, მარა თითქმის ჩასვლა ვნახე ^^
სახლში დაბრუნებისა და დაბინავება-მოწყობის შემდეგ გავემზადეთ საღამოს სეირნობისთვის.
საღამოობით თურმე საკმაოდ გრილა. მეტიც, შემცივდა ბოლოს ძალიან.
ჰაერია? ნუ იტყვით. რაღაც არაჩვეულებრივი..
ზღვა და ჰაერი ერთად რა კარგია არა?
საღამოს რა ხდება პარკში.
ურეკი ბავშვებით არის სავსე. პატარა ბავშვების დასასვენებელი ადგილია. როგორც იცით იქ ქვიშა სამკურნალოა და პატარები დაჰყავთ უმეტესად. ახალგაზრდობის ნაკლებობაა. თინეიჯერები 14-15 წლისებიც გამოერევა შიგადაშიგ.
 პარკში კი განსაკუთრებული არაფერი ხდება. გართობაათქო ვერ ვიტყვი. ერთი ორი პატარა ბავშვების ატრაქციონია და სულ ეგაა. კაფე ბარებიც არ ანათებს. მარა არის. (პირადად მე ვიყავი კაფე "სავანეში")
რჩევა ნომერი 3. ახალგაზრდობისა და გართობისთვის იქ არ წახვიდეთ.
იქ თუ ჩავა სასტავი შეუძლია იყიდოს სასმელი და გამოტყვრეს,(მარკეტები იცოცხლე, ბლომადაა) თუმცა სავარაუდოდ ამაზეც გაჭედავს მოსახლეობა. იქ რომ პატარა ბავშვები არიან და "რა დღეში ხართ?" :)
ჰო ღამე ჭიჭყინმა შეიძლება ძილი დაგიფრთხოთ. მერე დაიკიდებთ. :)

მეორე დღეს, დახამებული მზესა და ზღვას ვეგდე პლაჟზე სადაც საკაიფოდ დავწითლდ-დავიხრუკე )  წითელი ჩამოვედი თბილისში. ზღვა უფრო კარგი და სუფთა მომეჩვენა. ტალღებიააააა, იმენა გეფერება :) იცით რა მოსიყვარულეა :)
დილის 9ის ნახევრიდან 12მდე პლიაჟზე რომ ვიჯერე გული მერე წავედით საჭმელად.
დედაჩემი გავაგიჟე :) მთელი 2 დღის განმავლობაში დავძახოდი: მე მალე მივდივარ, ან ეს ბოლო დღეა, ან სულ ერთი დღე მაქვს და ისე ვაკეთებდით, როგორც მე მსურდა.
ჩემი საყვარელი დედიკო <3 ტკბილი და სურვილების ამსრულებელი მარა ყველა სურვილის არა :)
დანაყრების შემდეგ ისევ პლიაჟზე გავედი. იყო 3 საათი. თავად მიხვდებით რომ დამწვრობა გარანტირებული მქონდა მეც შევეგუე ამ ფაქტს. სხვა რა გზა მქონდა? ბოლო დღე იყო :)
ბოლოს როგორც იქნა დედაჩემმა გამომაგდო და გავემზადე თბილისისკენ წამოსასვლელად. დამწვრობა ბანაობის შემდეგ შევამჩნიე, თორე ასე კატასტროფა არ მეგონა.
უკანა გზა იყო კოშმართა შორის ყველაზე კოშმარი. ამას აღარ მოვყვები. ჩემი ტანჯვაც მეყოფა რაც მე მანდ გადავიტანე.

ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ურეკი შესანიშნავი ადგილია თუ ნამდვილად დასვენება გინა,
თუ მზე და ზღვა გინდა
თუ სიწყნარე გინდა
თუ პატარა ბავშვით ხართ.

მე ვიყავი ურეკში, ფრანების ზღვისპირეთში. ^_^




Wednesday, July 13, 2011

უნიჭო, მარა მთელი გულით ნაწერი

წინათაც მეძინა, ვჭამდი და ვფიქრობდი,
ადრეც ვიცმევდი, ვიხდიდი, ვწვებოდი,
აქამდეც ველოდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი,
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა...
შენ უცებ გამოჩნდი.

ახლა ყველაფერი სულ სხვანაირია,
ჩემი ღამის ძილი სულ აირია.
ახლა დილა უფრო ცისფერია,
ჩემი სამყარო ერთ მთლიანშია.

შენა ხარ ჩემი დილის ჩაის ყლუპი,
შენა ხარ ჩემი ნაბიჯი ნელი,
შენა ხარ სარკე, რომელსაც ვეპრანჭები,
შენა ხარ შხაპის ყოველი წვეთი.

შენა ხარ მაშინაც როცა ძილის წინ
შუქებს ვაქრობ, ფეხებზე ვიხდი.
ბალიშიც შენ ხარ თავი რომ მიდევს,
მთვარეც შენა ხარ ასე რომ ველი.

ექიმიც შენ ხარ, რომელიც მსინჯავს,
უსმენს გულს და მეხება ხელით.
ფურცელზე რაღაცას წერს, ხელი უკანკალებს,
შენა ხარ ის უკურნებელი სენი.

შენა ხარ ჩემი სიზმრების გროვა,
რომელსაც ძილში ვეთამაშები,
შენა ხარ ბლა ბლა უაზრო სიტყვები,
შენი ბრალია ძილში რომ ვბოდავ.

გითხარი წინათაც მეძინა, ვჭამდი,
არ მიფეთქავდა მთლად ასე გული,
ახლაც ვჭამ და ვფიქრობ მხოლოდღა,
ყველაფერს ასდის სულ შენი სუნი.

Thursday, July 7, 2011

კითხვა-პასუხი

კაი ხანია პოსტი არ დამიდია ბლოგზე. დღესაც მხოლოდ სურათები დავდე.
თეგ თამაშია კითხვა და პასუხი.
გადავწყვიტე ვითამაშო.
დავწერ უფრო სწორედ.
ეს პოსტი ყველაზე მეტად მე მაინტერესებს ^^

ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?-- პიჟამოთი ზამთარში, პერანგით ზაფხულში.
შავი თუ ლურჯი კალამი? -- შავი.
მოგწონს მოგზაურობა? -- უფრო მოგზაურობის პროცესი, მგზავრობა.
მოგწონს ვინმე? -- არა, მიყვარს.
იცის? -- კი.
ფიქრობ რომ მიმზიდველი ხარ? -- კი
გინდა დაქორწინდე? -- უმეტესად კი..
ვისზე? -- უნდა გითხათ?

კარგი სტუდენტი ხარ? -- კარგი სტუდენტი ვიყავი. დავამთავრე სწავლა
ახლა ბედნიერი ხარ? -- კი.
მოგიტყუებია ვინმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს? -- დიახ.
დაბადების ადგილი -- თბილისი

შობა თუ ჰელოუინი? -- შობა რათქმაუნდა ^^
ფერადი თუ შავ-თეთრი ფოტო? -- ფერადი
შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს? -- მე არ მჯერა რომ ძლებს.
ასტროლოგიის გჯერა? -- ისეტ პონტში
გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის? -- კი.

სვამ? -- გააჩნია რას. ლუდს არა.
ხალხს ამხიარულებ? -- გააჩნია ჩემს ხასიათს. თუ მომინდა ისეთ სისულელეებს ვამბობ ხოლმე, რომ ეცინება ხალხს. თუ არ ვარ მთლად ხასიათზე სხვას კი არა რამდენიც არ უნდა ეცადონ მეც ვერ გამამხიარულებენ.

ფიქრობ რომ ოცნებები ხდება? -- კი რატომაც არა. ოცნებასაც გააჩნია. რეალური უნდა იყოს.
საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი. -- მართა.

მოგიპარავს ოდესმე რამე? -- კი, ორჯერ. ერთი ჩემივე ნივთი იყო.
ერთხელ 5 თეთრიანი მამალო მოვიპარე. და მეორე, ჩემნი თოჯინის კაბა მომპარა მეგობარდა, გადააკეთა და თავის ბარბის ჩააცვა. მეც მოვიპარე ჩემივე კაბაში გამოწყობილი პატარა ბარბი. :დ

როგორი ამინდია ახლა? -- ღამეა და საშინელი ჩახუთული ჰაერი.
ბოლოს როდის შეიჭერი თმა? -- წლინახევრის წინ.
ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე? -- კოკას.
როდის იბანავე ბოლოს? -- დღეს შუადღისას.
წყნარი თუ სწრაფი მუსიკა? -- წყნარი ^^
Mcdonalds თუ Burger King? -- ორივე.
ღამე თუ დღე? -- ღამე.  (ჩემი ფარული ბოიფრენდია ღამე)

ბალიშების რაოდენობა. -- ერთი ზამთარში. ზაფხულში არ მიდევს.
პიანინო თუ გიტარა? -- გიტარა.
მომავალი სამსახური. -- რასაც უფალი მომცემს.
ახლანდელი სამსახური. -- სულ სულ ცოტა ხნით უმუშევარი
ახლანდელი სიყვარული? -- კითხვა ვერ გავიგე. სახელი? მყავს თუ არა? კმაყოფილი                                                               ვარ თუ არა? ვთოვებ ამ კითხვას.

ახლანდელი იმედგაცრუება? -- თხოვნა არ შემისრულა საყვარელმა ადამიანმა.
ახლანდელი გაბრაზება? -- დედაჩემი ყოველ 2 წუთში მიშლის ნერვებს
ბოლოს რა ჭამე? -- ვერმიშელი და თევზი.
ბოლო რაღაც რაც შეიძინე -- იმდენი ხანია არაფერი მიყიდია დამავიწყდა კიდეც.                                                                     მარილიანი ჩხირები.

რა გესმის ახლა? -- მაია ასათიანის ხმა. ჩემები ტელევიზორს უყურებენ.
გაქვს გეგმები WEEKEND-სთვის? -- დაახლოებითი.
რა ქენი დღეს? -- განსაკუთრებული არაფერი. მთელი დღეა სახლში ვარ.
გაიხედე უკან, რა არის? -- კომოდი.

მინდა... -- ნაყინი და კიდე მაღალ ანახღაურებადი სამსახური მინდა
ვისურვებდი? -- ამ ზაფხულს მე რომ მინდა ისე დავისვენო. ^^
მაინტერესებს -- ხვალაც ასე ეცხელება?
ახლა მაცვია -- მოკლე სარაფანა.

გემშვიდობებით შემდეგ პოსტამდე.
კეთილი სურვილებით, ილარია.

ჩემი რაღაც-რუღაცეები



ადრე ვაგროვებდი ბლოკნოტებს, ფანქრებს, მერე საშლელებს.
მომინდა თქვენთვისაც მეჩვენებინა.
კალმებსაც ვაგროვებდი სანამ არ დაიტაცეს ოჯახის წევრებმა.