Thursday, January 28, 2016

ჯინსების თაობა


 თინა მახარაძე, გეგა კობახიძე, მამა თეოდორე, ეკა (მამაოს შვილი), სოსო წერეთელი, პაატა და კახა ივერიელები, გია ტაბიძე.







Saturday, December 26, 2015

"ტიბეტი არ არის შორს"

ჩემი არ დაბოლების მიზეზი სხვაა– ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ადამიანს ღმერთი ისედაც აძლევს ფანტაზიისა და შემოქმედების უნარს, რომელიც მან (ადამიანმა)  დამხმარე, გარეგანი ფაქტორების გარეშე უნდა განავითაროს.
 და თუ ვიღაცას ეჩვენება, რომ რომელიმე ნარკოტიკი (თუნდაც ყველაზე მსუბუქი) ადამიანის შემოქმედებით ენერგიას მრავალფეროვანსა და უფრო ნოყიერს ხდის, ეს მხოლოდ დროებითი ილუზიაა და პირიქით, ნებისმიერი ნარკოტიკი საბოლოოდ სწორედ იმ  ბუნებრივი საწყისის განვითარებას აფერხებს, ადამიანში თავსითავად, დაბადებიდანვე რომ არსებობს.

თუმცა არსებობს წამები, როცა შეიძლება ისე შორს გაფრინდე, ფხიზელ მდგომარეობაში წარმოდგენაც რომ ძნელია, მაგრამ სიცოცხლის არსიც სწორედ ეგაა–გაფრენა შეძლო, ოღონდ ნარკოტიკის გარეშე...

დათო ტურაშვილი.

Monday, May 25, 2015

იავნანა

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა თენდება.მივემგზავრწბით. მარშრუტი-ტაო-კლარჯეთი-კაბადოკიაა. ნაშუადღევს უკვე საზღვარზე ვართ.

მეგობრულად ვესალმებით მესაზღვრეებს. გიდი გვეუბნება, რომ წინ დიდი გზა და არაჩვეულებრივი დღეები გველოდება.

 გავიარეთ შავშეთის მთები, ლამაზი ხეობა. ვნახეთ ადგილი, საიდანაც მდინარე მტკვარი იღებს სათავეს და ვჩქარობთ, რომ დაღამებამდე მოვასწროთ ტბეთის ნახვა. ღამით ართვინში დავბინავდით. რატომღაც ძილი არ მეკარება, ჩემთვის ჩუმად ვლოცულობ და ვევედრები წმინდა გრიგოლ ხანძთელს-ხვალ ხომ ხანძთა და კუდევ ბევრი წმჯნდა ადგილუ გველიდება. მეორე დღეს სხვა ქლაქში მიგვიხდა გაჩერება, აქ რამდენიმე დღე დავყავით. ჩვენი სასტუმროს მეპატრონე ქართველია. ვახშმის შემდეგ გარეთ გამოვედით. ჩვენს წინ პატარა ტკბილწულობის მაღაზიაა. ერთ-ერთ მაღაზიაში ქართველები არიან.
"ქართველები ხართ?" -ვეკითხები.
"რა თქმა უნდა გურჯები ვართ."
იქვე ახალგაზრდა გოგონა ზის, მაყვალივით შავი თვალები აქვს, თავზე თეთრი, დიდი მოსახვევი აფარია და მორიდებით იღიმება.
"რა გქვია გოგოვ? შენც ქართველი ხარ?" -ვეკითხები. ჩემი კითხვა ვერ გაიგო.
"ფატი. ფატიმა, ესეც ქართველია,"-მპასუხობენ-ჩვენ გვეხმარება."
სევდიანად შევსცქერი, რატომღაც იაკობ გოგებაშვილუს იავნანამ რა ჰქმნა გამახსენდა და ვფიქრობ:"ნეტავ შემეძლოს, დავწერდი ახალ იავნანას."

მონაზონი ანგელინა.


Monday, January 26, 2015

ბობოქარი ქარი

შემიყვარე, მითხარი რომ გიყვარვარ,
ნება მომეცი შენთან ერთად ვიფრინო.
ჩემი სიყვარული ქარს ჰგავს
ქარს, ბობოქარს.
მომეალერსე,
დამიოკე ამ წყურვილის გრძნობა,
ნება მიეცი ქარს შენს გულში ქროლის,
ქარი ხომ ბობოქარია.

მეხები,– მანდოლინის ხმა მესმის.
მკოცნი და ამ კოცნით იწყება ჩემი სამყარო.
ჩემი გაზაფხული ხარ,
ჩემი ყველაფერი ხარ,
ნუთუ არ იცი, თვით სიცოცხლე ხარ.
...........................................
როგორც ფოთოლი ხეს
მომეკარი ძვირფასო.
ჩვენ ხომ ქარის არსებები ვართ,
ქარი კი ბობოქარია.


Randy Crawford- wild is the wind

Monday, June 2, 2014

5 რამ, რაც მელამაზება

1. დილა.
განთიადი
მზის პირველი სხივი
გაზმორება

2. ცხენი
მისი სირბილი
მისი ორ ფეხზე დგომა
მისი ჭიხვინი

3.ზამთარი
თოვლი
ბუხარი
წითელი ღვინო

4. ზღვა
ტალღა
უკიდეგანო სივრცე
სუნი

5.ჭამა
პირველი ლუკმა
მეორე ლუკმა
მესამე ლუკმა               :D

Friday, April 18, 2014

წითელი პარასკევი

წითელი პარასკევი. ჩვეულებრივი დღეა და თითქოს არაფრით განსხვავდება სხვა დღეებისგან. ტელევიზორში გაგონილმა ერთმა ფრაზამ ჩამაფიქრა: <ამ დღეს,ადამიანი უნდა ერიდოსო გართობას, რადგან გლოვის დღეაო. > სულიერი გლოვის დღე. ალბათ ვერასოდეს შევიგრძნობდი ამ დღის სიმძიმეს დეტალებში,რომ არ წარმომედგინა იესოს წამებისა და ჯვარზე გაკვრის სცენა, აზრი...
ვლაპარაკობ როგორც რიგითი მოქალაქე და არ ვაპირებ ამითი ჩემი თავის მორწმუნედ წარმოჩენას.უბრალოდ ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთის, იესო ქრისტესი სწამს და ყოველთვის ექნება მისი რწმენა.
პოსტის მიზანი არაა ჩემი რწმენის კვეხნა. უბრალოდ ამ დღის გაანალიზება მინდა ჩემი ფანტაზიით.
იესო ქრისტე,  ჩვეულებრივი ადამიანი მოგვევლინა ჩვენს გადასარჩენად. 

ადამიანისთვის ზოგადად დიდი დარტყმაა როდესაც უახლოესი ადამიანი, მეგობარი უღალატებს. წარმოიდგინეთ როგორ გეტკინებათ გული თქვენმა უახლოესმა მეგობარმა, რომელსაც ენდობით გიღალატოთ. დარწმუნებული ვარ ყველას გულს მოხვდება მწარედ. წარმოვიდგენ როგორ ეტკინებოდა გული იესოს,როდესაც მისი მოწაფე უღალატებს და გასცემს.  მეტ-ნაკლებად ისე როგორც მე, შენ, სხვას, მაგრამ მაინც გვეტკინება გული. ერთია როცა გღალატობენ და შენდამი ურთიერთობას ანგრევენ და მეორე,როცა ფულზე გცვლიან.
მეორე ფაქტი,როცა უდანაშაულოდ იჭერენ და უმტკიცებ შენს სიმართლეს,მაგრამ იცი რომ აზრი არ აქვს. შენს სიმართლეს არავინ არ დაიჯერებს.
შემდეგი სცენა ბარაბას არჩევა. ხალხმა ბარაბა არჩია იესო ქრისტეს. ბარაბა იყო იუდეველთა აჯანყების მეთაური. ებრაელებს დაუდგათ დილემა. უნდა აერჩიათ ან სულიერი მხსნელ- იესო, ან ფიზიკური მხსნებლი ბარაბა. მათ ბარაბა არჩიეს. დაფიქრდით თქვენც. ადამიანისთვის ხილული ყოველთვის უფრო სანდოა ვიდრე არა ხილლული. ვხედავ,ამიტომ მჯერა, რომ ეს ფანქარი წითელია. და როდესაც გეუბნებიან რომ მე ხელში მიჭირავს წითელი ფანქარი ჩნდება კითხვა რა ვიცი რომ წითელია თუ მე მას ვერ ვხედავ? ალბათ დაახლოებითი მაგალითი მოვიყვანე როგორ აირჩიეს ჩემი აზრით, ბარაბა ებრაელმა ხალხმა. თუმცაღა აქვე დავსძენ, რომ მრავალ მორწმუნე ადამიანს არასდროს უნახავს უფალი,მაგრამ რმად წამთ. აი ესაა რწმენა. მათი გულები სულ სხვა მდგომარეობაშია.

ყველაზე მტკივნეული, წამების სცენა. ადამიანი შეიძლება ისე სცმო რომ სიკვდილამდე მიიყვანო, მაგრამ როდესაც სიკვდილი აგვიანებს აი ესაა ნამდვილი წამება. წამებაში მალევე რომ მოკვდე,ეს იქნება ნამდვილი შვება. იესო ქრისტე კი დიხანს იტანდა მის გვემას. ყველამ კარგად იცით რა მტკივნეულია წამება, მაგრამ როდესაც ამ წამებას დასასრული არ უჩანს წარმოიდგინეთ ეს რა იქნება. ძვლებამდე რომ გრძნობ ტკივილს, მთელი კანი დაფლეთილი გაქვს, ფეხზე დგომა არ ეგიძლია და ასეთ განადგურებულ ადამიანს ჯვარს ათრევინებენ. ფიზიკური შეურაცყოფა არ იკმარეს (არ ვიკმარეთ),თავზე გადგავენ დაფნის გვირგვინს და დაგცინიან ის კიამ ყველაფერს მოთმინებით იტანს.

(ყოველთვის მბურძგლავდა დავით გურამიშვილის ლექსი "ვაი რა კარგი საჩინო".)

და ბოლოს, ჯვარზე გაკვრის პროცესი. ადამიანს ლურსმნები დააჭედეს ხელებზე, ფეზებზე. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მტკივნეული იქნება ეს? მაგრამ ალბათ ისე სასტიკად აწამესმ ლურსმნების დასობა იმასთან შედარებითარაფერი იქნებოდა 
ეს ყველაფერი იესომ მოთმინებით აიტანა.
ჩვენ კი მისთვის ჭიქა წყალი დაგვენანა და არ დავალევინეთ.
ხო,ჩვენ,ხალხმა.
ჩვენ გავაკარით იესო ჯვარზე, ჩვენ ვაწამეთ, ჩვენ დავარჭეთ ლურსმნეი, ჩვენ გავაკეთეტ ყველაფერი ის, რისი წარმოდგენაც ეხლა ასე გვზარავს.
ეს ყველაფერი ჩვენი, ხალხის ურიცხვი ცოდვებისთვის. ადამიანმა თავის თავზე აიღო ყველას ცოდვა და გვაპატია, მოგვიტევა. ასეულობით ადამიანი ვერ აიტანდა იმას რაც ერთმა ადამიანმა გაუძლო.
და ჩვენ წელიწადში ერთი დღეც არ გვინდა ვიგლოვოთ?
 ჩუმად, გულში?


Saturday, March 1, 2014

ერთი თვე

მიჭირს სიარული...
–რომელია ჩემი?
ვაი რას გავს...


ზუსტად1 თვე.
ერთი თვის განმავლობაში მონახულება...
ერთი თვე პროცენტული მაჩვენებლები...
5მლ. რძე...
ერთი თვის განმავლობაში დღის 5 წუთი..
ერთი თვის მანძილზე აცრემლებული თვალები...
ერთი თვის შეკუმშული გული...
ერთი თვე მონატრება...
ერთი თვე 51 21 ავტობუსები..
ერთი თვე ტაქსები...
ერთი თვის განმავლობაში განცდილი სიხარული და მწუხარება...
ერთი თვე შიშველი სხეული
თითქმის ერთი თვე ძილი...
ერთი თვე  ლოდინი, ლოდინი და ლოდინი..
ერთი თვე გადაწყვეტილების მიღება...
ელისაბეთი...
ერთი თვე საფენები, ზეწრები...
ჰუმანა...
ერთი თვე ნერვიულობა...
ერთი თვე გამხნევება...
ერთი თვე იმედის...
ერთი თვე  იგივე მდგომარეობა...
ერთი თვე სპირტის სუნი...
ერთი თვე შუშის ყუთი ...
ერთი თვე პატარა ფანჯრები...
ერთი თვე სატელეფონო ზარები...
ერთი თვე ცარიელი სახლი...
ერთი თვე აპარატების წრიპინი...

რეანიმაცია– მდგომარეობა მძიმე.
ნევროლოგიური განყოფილება– მდგომარეობა მძიმე.
სეუს კლინიკა– მდგომარეობა მძიმე.