Friday, July 27, 2012

Eat, Pray, Love

ელიზაბეტ ჯილბერტის წიგნი "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" აღწერს ავტორის მოგზაურობას იტალიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში. წიგნი ეძღვნება სუზან ბოუენს, რომელმაც ლიზის თავშესაფარი მისცა 12 000 მილის სიშორიდანაც კი.
ქმარს გაშორებული ელიზაბეტი გადაწყვეტს იმოგზაუროს ქვეყნებში და ამით საკუთარი თავი უკეთ შეიცნოს.
ნაწარმოები 3 ნაწილადაა დაყოფილი ქვეყნების მიხედვით და თითოეული  36 შესაბამისი ზღაპრისგან შედგება.
პირველად ლიზი მოგზაურობს იტალიაში.
იტალია ანუ "თქვი ზუსტად ისე, როგორც ჭამ. "ანუ ეს არის 36 თავისგან შემდგარი ნაწილი სიამის აღსაქმელად.
ამ ნაწილში ავტორი წონაში საგრძნობლად იმატებს, სამაგიეროდ ეზიარება სიამეს. მას იზიდავს ყველაფერი იტალიაში. გაიცნობს შესანიშნავ მეგობრებს, გაიგებს ბევრ ახალს. ისწავლის იტალიურ ენას. იტალიაში ავტორი თავს კარგად გრძნობს. ჭამს პიცას თითქმის ყოველ დღე და მეგობრებთან ერთად შესანიშნავ დროს ატარებს.
ინდოეთი ანუ "მომილოცეთ თქვენთან შეხვედრა."
ანუ
36 ზღაპარი ერთგულების აღსაქმელად.
ამ ნაწილში ავტორი იწყებს იოგის ვარჯიშებს, დადის ეკლესიაში, მედიტაციაში ერთვება.
სწავლობს იქაურ გალობებს და გალობს ყოველ დილით.
დგება ადრე დილაობით და მიეშურება ეკლესიისაკენ რათა თავი უფალს მიუძღვნას.
თავიდან ლიზის უჭირს მედიტაციის დოს ყურადღების მოკრება და ამის გამო ძალიან ნერვიულობს და განიცდის.
დროთა განმავლობაში იგი მიხვდება ყველაფერს, გაეცნობა ცნობილ გურუებს წაიკითხავს მედიტაციებსა და იოგებზე ინფორმაციას.
ლიზი ტაძრის იატაკის ხეხვას იწყებს რათა ამით თავისი თაყვანისცემა გამოხატოს ღმერთის წინაშე.
აშრამში გატარებული დიდი წვალების შემდეგ ლიზი მედიტაცის იწყებს.
იგი ინდოეთის კულტურას თუ ტრადიციებს საინტერესოდ აღწერს და მკითხველს თავს არ აბეზრებს ისტორიული თარიღებით.
იგი ინდოეთში 2 ლექსს წერს.
ინდონეზია ანუ" ჩემს საცლებშიც კი თავს სხვანაირად ვგრძნობ".
ანუ 36 ზღაპარი წონასწორობის მისაღწევად.
ინდონეზიაში ლიზი მიდის გზააბნეული. არ იცის სად უნდა იცხოვროს სად წავიდეს რა გააკეთოს. მხოლოდ ის იცის რომ უნდა იპოვოს ექიმბაში კეტუტ ლიიერი და მას შემდეგ მიხვდება თუ რა ესაქმება ინდონეზიაში.
ინდონეზიაში პოულობს ლიზი ყველფერს იმას რასაც მთელი ამ მოგზაურობის დროს ეძებდა და ცდილობდა.
სიმშვიდეს, თავის მეს და სიყვარულს.
მოგზაურობის დასასრულს ლიზი ჩადის პატარა კუნძულ "ჯილი მენოზე", სადაც თავისი "მე" უნდა ეღიარებინა და მიეღო ყველაფრით: ბრაზით, დარდით, მოწყენილობით, სირცხვილით, განრისხებით, ყველაზე უარესით...
მოგზაურობის დასასრულს ლიზიმ იპოვა უფრო ახალგაზრდა, უფრო მებრძოლი ადამიანი თავისი სახით.






Sunday, April 29, 2012

ცხოვრების ორი მხარე: სალომე და დათა (2 ნაწილი)

თბილისის ქუჩები ხმაურს მოეცვა. ყველა გამოფენის თაობაზე ლაპარაკობდა.
დათას სურათების გამოფენა იმართებოდა.
დათა გახარებული იყო შინაგანად, რადგან როგორც იქნა გაიმართებოდა მისი პირველი გამოფენა და მის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევარს შეაფასებდა უამრავი ხალხი.
როგორც იქნა დაასრულა ნახატი, რომელსაც ყველაზე დიდი ხანი მოუნდა.

სალომე შეეგუა იმ აზრს, რომ ბავშვი უმამოდ გაიზრდებოდა. ეცოდებოდა და გული უკვდებოდა ამაზე რომ ფიქრობდა, მაგრამ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ბავშვისთვის არ ეგრძნობებინა ეს დანაკლისი და მისთვის არაფერი მოეკლო.

სალომე ქუჩაში იდგა და რეკლამას აკვირდებოდა, რომელიც გამოფენის შესახებ ამცნობდა. მას დააინტერესა და ყურადღებით დაიწყო აფიშის კითხვა.
როდესაც სალომე აფიშას კითხულობდა, ამ დროს დათო სახლში იყო. ტრუსის ამარა იდგა და ეკამათებოდა ქალს, რომელიც სწრაფად იცმევდა ტანთ.

სალომე აფიშას კითხულობდა, დათო კამათობდა.
- თეონა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა.. უხსნიდა დათა.
სალომე აფიშას კითხულობდა..
- ერთად ვიყავით, კარგად ვიყავით ახლა კი ყველაფერი გაქრა, არ მიყვარხარ..
თეონა ცრემლად იღვრებოდა და დათას სიყვარულს ეფიცებოდა.
სალომე აფიშას კითხულობდა..
თეონას დათა სიცოცხლეზე მეტად შეჰყვარებოდა და ვერ ეგუებოდა მისგან ხელის კვრას.
დათო თეოს ბარგს ალაგებდა, სალომე კი აფიშას კითხულობდა..
დათომ ხელით გაწია თეონა კარისკენ და მის წინ მოაჯახუნა კარი.
სალომემ აფიშის კითხვა დაასრულა და სახლში გაბრუნდა.
დათომ სახეზე ხელები აიფარა და მძიმედ ამოისუნთქა.
სალომემ ხელით თმები შეისწორა და ღიმილით გაუყვა გზას.

გათენდა გამოფენისთვის განკუთვნილი დღე.
დათამ დილა სმით დაიწყო. ფხიზელი ვერ შეძლებდა ამ დღესთან გამკლავებას.
დათო სვავდა და თან სარკეში იხედებოდა.
სალომე სარკის წინ თავს იწესრიგებდა.
დათა ველოსიპედზე დაჯდა და წავიდა გალერეაში.
სალომეც ნელი ნაბიჯით გაჰყვა გზას, რომელიც გალერეისკენ მიდიოდა.

დარბაზში უამრავი ხალხი ირეოდა.
სალომე დადიოდა და ათვალიერებდა კედლებზე მოფენილ სურათებს.
დათა იდგა და ამა თუ იმ კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრობდა.

სალომე მიუახლოვდა ყველაზე დიდ ნახატს, სწორედ იმას, რომელსაც დათა ამდენი ხანი მოუნდა და ის შტრიხიც შეეყვანა რაც სურათს აკლდა.
სურათზე გამოხატული იყო, როგორ ვითარდება და როგორ მრავლდება მსოფლიო..
სალომეს ძალიან მოეწონა, უცებ თავბრუ დაეხვა და წაბარბაცდა.
იქვე სკამზე ჩამოჯდა.
ეს დათამ შენიშნა და სალომესკენ წავიდა, თუმცა გზაში გალერეის მენეჯერმა გააჩერა და საუბარი გაუბა. დათა თან ელაპარაკებოდა და თან თვალებით სალომეს აკვირდებოდა.

დათა თეონაზე ფიქრმა მოიცვა და მიხვდა რა ცუდი რაღაც გააკეთა. იდგა და მასზე ფიქრობდა.
თეონა სახლში იჯდა და ტიროდა ფიქრობდა დედამისზე, რატომ არ დაუჯერა? ეს იმ დროს,  როდესაც სალომე იჯდა და თორნიკეზე ფიქრობდა, ბავშვის მამაზე. სამი ადამიანი  სხვადასხვა ადამიანზე ფიქრს მოეცვა.
სალომეს ახსენდებოდა როგორ დატოვა თირნიკემ იგი სახლში მარტო და გაიქცა იმ ქალთან, დიდი სახლით და ძვირფასი მანქანით.
მან გადაწყვიტა სახლში წასულიყო, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა..
გასვლისას დათა დაინახა და თვითონაც არ იცის რატომ მაგრამ იფიქრა, რომ მხოლოდ მას შეეძლო შეესრულებინა დიდი ნახატი.
დათას და სალომეს თვალები სულ 4 წამით შეხვდნენ ერთმანეთს .. სალომე შინისკენ გზას მიუყვებოდა.
დათა იდგა შუა დარბაზში და მისთვის არავის ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ხმები ბუნდოვნად ესმოდა.
იგი უცებ გავარდა გარეთ და ველოსიპედზე დაჯდა.
ამ დროს სალომე დაფიქრდა დათაზე და გადაწყიტა დაბრუნებულიყო გალერეაში.
იგი შემობრუნდა და ისევ გალერეისკენ გამოყვა გზას.
დათო ველოსიპედზე იჯდა და მიაქროლებდა ძალიან სწრაფად.
ამ დროს სალომე ნელი ნაბიჯით მოუყვებოდა გზას დათასკენ.
დათა მიჰქროდა, სალომე მოაბიჯებდა.
წუთიც და ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
სალომეს კივილი...

სასწრაფოს სტვენამ მოიცვა ახლომდებარე ქუჩები.
იმ ადგილას, სადაც დამტვრეული ველოსიპედი ეგდო, ხალხი მოქუჩებულიყო.
სასწრაფო დახმარების მანწანამ მიხურა კარები და საავადმყოფოსკენ გაქანდა.

გავიდა კვირები.. თვეები...

დათო ფეხით მიუყვებოდა შემოდგომის ქუჩებს და მას გვერდით ჩაუარა გოგონამ, დაჩუტული მუცლით და სალათისფერი სარაფნით.


Saturday, April 21, 2012

ცხოვრების ორი მხარე: სალომე და დათა (1 ნაწილი)

სალომეს უცებ გამოეღვიძა და საათს დახედა.
საათმა 05:20 აჩვენა.
ისევ გადაწვა ლოგინზე, თმები ბალიშს მოჰფინა.
ჯერ ძალიან ადრეა-გაიფიქრა მან და ფეხის გული მეორე ტერფის თითებს გაუხახუნა.

როდესაც სალომე საათს უყურებდა, ამ დროს დათა ხატავდა.
ხატავდა სურათს, რომლის დასრულება ვერა და ვერ მოახერხა. ყველაფერი კარგად ჰქონდა შესრულებული, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც შტრიხი აკლდა და სანამ არ იპოვნიდა, მანამდე ნახატი დასრულებულად არ მიაჩნდა.

სალომე იცმევდა ჯინსის შარვალს.
 მოვიმატე, ძლივს ვეტევი-გაიფიქრა. ახალი ტანსაცმელი უნდა ვიყიდო და ერთი კომბინიზონიც არ მაწყენდა.
როცა სალომე იცმევდა და სარკეში თავს იწესრიგებდა, მაკიაჟს იკეთებდა, ამ დროს დათა წვერს იპარსავდა და სარკეს ხან ერთ ლოყას შეუშვერდა, ხან მეორეს.
როდესაც სალომე ექიმთან იჯდა და მას გინეკოლოგი ესაუბრებოდა თუ როგორ ვითარდებოდა ნაყოფი, როდესაც სალომე მუცელზე ხელს ზევით-ქვევით ასრიალებდა, დათა ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან ცდილობდა შლემი თავზე მოერგო ერთი ხელით.
ველოსიპედზე მოთავსდა დათა და ჩაიარა მწვანეფოთლება ხეების მთელი რიგი.

-ზუსტად ერთ კვირაში 4 თვე შეუსრულდება პატარას.
- სქესის გაგება მინდა ექიმო.
-თუ გამოჩნდა.. არ გაინძრეთ.. ჩანს... ჩანს...
-... (სალომე ექიმის ტუჩებს დაშტერებოდა, რას იტყვისო)
_ ბიჭია პაწია. :)
- თორნიკე.
-ასე დაარქმევთ?
-  თორნიკე, მამამისის მსგავსად.

- არ შეიძლება ამდენი დალევა. ვერც კი გრძნობ როგორ გშლის სასმელი.
- სასმელი მეხმარება მე.
- დათა, როგორ შეიძლება გეხმარებოდეს ის, რაც განადგურებს. წინ დიდი მომავალი გაქვს.
- არ შემიძლია მუშაობა ფხიზელ მდგომარეობაში.
- ეს უკვე სენია.
-სენი, რომელიც მაჭმევს პურს.

სალომემ ყურთსასმენები მოირგო და საავადმყოფოდან გამოვიდა. 3 საათი სრულდებოდა. My Baby Just Cares For Me-ს ფონზე Nina Simone-ს შესრულებით მიაბიჯებდა ქუჩაში, როდესაც დათა გალერეას ეძებდა გამოფენისთვის.

დათამ მაჯის საათს დახედა. ზუსტად 3 საათი იყო.
სალომემ მობილური ამოიღო და ეკრანს დახედა. 15:00


მაღაზიაში გავლას მოვასწრებ. თოკოსთვის ტანსაცმელს ავარჩევ. -გაიფიქრა სალომემ.
გავივლი საკანცელარიოში, იქნებ ახალი ფერები ჰქონდეთ.- გაიფიქრა დათამ.

სალომე ყურთსასმენებით მიაფრიალებდა სალათისფერ სარაფანს იმდროს, როცა დათა ველოსიპედზე ფეხებს ძლიერად ამუშავებდა.

Wednesday, February 29, 2012

Paul Desmond part 1

Paul Desmond
დაიბადა 1924 წლის 25 ნოემბერს. გარდაიცვალა 1977 წლის 30 მაისს.
ინსტრუმენტი : საქსოფონი, კონტრალტო.

იგი დასაფასებელია მისი უბრალო, მშვიდი კონტრალტო საქსოფონის ტონით და მისი იმპოვიზაციის მოხდენილი ლირიზმით. 17 წლის ასაკში იგი იყო წამყვანი სოლისტი კომერციულად ყველაზე წარმათებულ ჯაზ ანსამბლში დეიბ ბრუბეკის კვარტეტში. ეპოქაში, სადაც თაყვანს სცემდნენ ჩარლი პარკერის შმაგ ბიპოპს, პოლ დესმონდმა შექმნა აქალი მუსიკალური ბგერა. ტონი, რომელსაც იგი დაჟინებით ამსგავსებდა მშრალ მარტინის. ეს იყო ის მუსიკა, რომელმაც იგი გახადა საყვარელი ადამიანი როგორც კრიტიკებს შორის, ასევე ფანებს შორის და ჯაზის ხმათა უმრავლესობამ მიანიჭა უპირატესობა მას. "მე მოგებული მაქვს მრავალი პრიზი, როგორც მსოფლიოს დაბალი კონტრალტოს  შემსრულებელი, ისევე როგორც 1961 წელს სპეციალური პრიზი "მშვისი მუსიკისთვის." იგი იყო მოკრძალებული, თავდაჭერილი კაცი, რომელიც მეგობრებისთვის ცნობილი იყო თავისი გონებამახვილობით და მომხიბვლელობით. მისი გარდაცვალებიდან 20 ელის შემდეგ, მისი მუსიკა კვლავ იყიდება, კვლავ სრულდება და კვლავ ხიბლავს ხალხს.
ჩემთვის მისი ლირიზმი არასდროს ყოფილა ერთნაირი, როგორც თანმიმდევრობა და ლირიზმი ერთად აღებული, რადგან მის მელოდიებში ყოველთვის არის ნაპირი, რომელიც ბრუნდება უკან რაღაც გარკვეულ ადგილას.  მის მისამღერებში, ინტელექტი შერწყმულია ემოციასთან, და ამ ორს შენ ჩვეულებრივ ვერ იპოვი  ერთ ადამიანში. _ დეივ ბრუბეკი.
პოლი დაიბადა სან ფრანცისკოში, 1924 წელს. იგი იყო ერთ-ერთი დამცველი ვესტ ქოსთის "cool" სტილის.  ლესტერ იანგის და პიტ ბრაუნის ზეგვალენით, პოლი კლარნეტზე უკრავდა ჯეკ ფინასა და ალვინო რეის ბენდში. ეს მისთვის იყო სასიამოვნო პარტნიორობა უკვე ოფიციალურად გაწვრთნილ პიანისტ დეივ ბრუბეკთან, რომელმაც დიდება მოუტანა მსოფლიოს სცენაზე.
დესმონდის სოლო მელოდიები აშკარად განსხვავდებოდა დეივ ბრუბეკის მრავალტონალობიან რითმებისგან, მაგრამ საქმის ერთობლივი შესრულებით, მათ ერთმანეთს დიდება მოუტანეს. 40იან წლებში, როდესაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და დაუკრეს ერთად, 1951 წელს ჩამოაყალიბეს დეივ ბრუბეკის კვარტეტი და არასოდეს მოუხედავთ უკან.
კრიტიკოსების აზრით, ეს იყო უცნაური ურთიერთობა. ზოგი მიიჩნევდა ბრუბეკის დაკვრას მძიმედ. ერთ-ერთ სტატიაში მისი მუსიკა იყო დახასიათებული როგორც ძველმოდური მელოდისს ნაყვა და  მელოდისს იდეების აშკარა სიმცირე. ამასობაში დესმონდი წარმათების მოპოვებეში იყო მისი "განსხვავებული, მეტად პერსონალური სტილით." ცნობილმა კრიტიკოსმა, ნეთ ჰენთოფმა, მას თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი კრეატიული წარმომადგენელი უწოდა. გასაკვირი არაა რომ გამოჩნდა სტატიები დესმონდის და ბრუბეკის თანამშორმლობასთან დაკავშირებით. 1953 წელს გაზეთის სტატიაში კვლავ გამოთქვეს აზრი დესმონდის უპირატესობაზე, როგორც წამყვან ჯაზმენზე. მიუხედავად ამისა, დესმონდი ყოველთვის ლოიალური იყო პარტნიორის მიმართ და ამბობდა: " ნამდვილად არავინ არის ისეთი, ვისთანაც მე ამდენ ხანს გავჩერდებოდი." დესმონდა ეს ურთიერთგაგება დაახასიათა როგორც “kind of scary," ანუ საშიში. 1959 წელს დესმონდა შექმნა მილიონ ტირაჯიანი ჯაზ სინგლი "Take Five". ეს სინგლი გაქხდა კვარტეტის თემა, რამაც დესმონდს იღბალი მოუტანა სამეფო კარზე.

Wednesday, January 25, 2012

ჩანაწერი "ბილის" კლინიკიდან ნაწილი 10. (ლიზი)

წერილი რომელიც იპოვეს 15 იანვარს.

- რატომ ნერვიულობ წინასწარ?
ახალი წელი ხომ ჯერ არ მოსულა?
წინასწარ ნერვიულობ ახალი წლის თაობაზე, როცა ასეთი დიდი დროა წინ.
რა იცი რა მოხდება მანამდე?
არ იცი, ხოდა დაიცადე და ნახე.
თუ ასეთი მდგომარეობა იქნება, მერე ინერვიულე.
 - არაფერი რომ არ მოხდეს რა ვქნა?
მერე ვიტირო?

ძნელია იფიქრო რამეზე, როცა ამის წინაპირობა არ გაქვს.
რომ არ მოხდეს ის, რაც საჭიროა რა ვქნა?
როგორ გადავიტანო?
რა რთულია..
მიადვილდებოდა, მარა მოახლოვდა ნოემბერი, მოვა ზამთარი, ახალი წელი, დღესასწაული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყველა დღესასწაულზე დამეწყება ნევროზები.
ახალ წელზე განსაკუთრებული გაჭედვები მაქვს..
უკვე დაიწყება ქუჩების მორთვა შუქებით და მე ამის დანახვაზე კანკალი დამეწყება.
აი, ვზივარ კლინიკაში და ვწერ.

 
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
 არ ვარ მე დაავადებული, თუმცა ყველა ავადმყოფი ამას ამბობს. არა მე მართლა არ ვარ ავად, რაღაც შეცდომა მოხდა. არსებობს დროებითი საშუალებები, რომელიც ცოტა ხნით განგკურნავს, მარა როდესაც რამოდენიმეჯერ ცდი ამა თუ იმ საშუალებას უკვე ხვდები რომ აღარ მოქმედებს. ყველა ახალ საშუალებას აქვს ეფექტი შენი ღრმა რწმენიდან  გამომდინარე.
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
ჩანაწერების გაკეთება რაღა საჭიროა. და ეს ჩანახატები საერთოდ.
ფებეხი მეწვის...
 ხოდა რაზე ვლაპარაკობდი? ხო ახალ წელზე და მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე.
რა ვქნა? იქნებ მირჩიოთ რამე? ამ კლინიკაში არავინაა ჩემნაირ საღ გონებაზე. მე ვარ? კი ვარ.
მე არ ვარ ავად.
შემთხვევით მოვხვდი აქ.
ვაკეთებ
ჩანაწერებს და არ ვიღლები წერით. კალმის ჭერისგან გამიბუჟდა შუა თითი და მესმის კლავიატურის წკაპუნი. როგორი გულწრფელია ყოველი სიტყვა. მხოლოდ ამ კლინიკის მცხოვრებლებს შეუძლიათ ასე. ყველა აქ მკვიდრი წმინდაა და ყოველი მათი სიტყვა უმანკო.
 რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი ახალ წელთან დაკავშირებით? ეს ახალი წელი ხომ არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს? დაფარულად გამოვთქვა ჩემი უკმაყოფილება ეხლანდელ ახალ წელთან თუ, დავწერო ზუსტად ისე, როგორც სინამდვილეშია? არა როდის ვიყავი მე გამბედავი რომ ეხლა გავაკეთო ეს? თან, მკითხველი ან მკითხველები, მე რა ვიცი, რომ არ წაიკითხავენ? არ ვიცი.
და გავაგრძელებ წერას ისე, როგორც მე ვიცი და არავინ სხვამ.
ვიწყებ ლაპარაკს ახალ წელზე და ვამთავრებ სულ სხვა რაღაცაზე.. უცნაურია.
ახალი წელი თავისი ჰაი ჰუითი, თავისი
Jingle bells-ით, თავისი “ხლაპუშკებით“.
ვის უნდა ეს?
ყველას. ყველას, ჩემს გარდა. ახალი წლით ყველა ისიამოვნებს ჩემს გარდა.
მე ვიჯდები ამ კლინიკის  ოთახში და ან წერით შევიქცევ თავს, ან ტელევიზორში ვუყურებ როგორ ერთობა ხალხი.  შურით გავსკდები, ბოღმა დამახრჩობს. დამახრჩობს, რადგან მე არ შემიძლია ვიყო ისეთი ბედნიერი, როგორც ის ხალხია. არადა შემეძლო ვყოფილიყავი. ამ კლინიკაში რომ არ გამოვემწყვდიე იმ წყეულს, მეც ასე გავიხარებდი. გამახსენდება ის, რაც არ უნდა გამახსენდეს, ვიბღავლებ და რომ დავიღლები ტირილისგან, ტკბილად ჩამეძინება. ჩამეძინება ღამეს, როდესაც არვის სძინავს და ყველა ერთობა. მე მეძინება. ჩემ თვალდახუჭულ ფონზე ბურუსი შთანთქავს მხიარულ ხმებს, ღრეობას, სმით გათიშული ხალხის ცეკვას. და Massive Attack-ის
Live With me ლაიტმოტივად დაჰყვება ამ სანახაობას.
 გათენდება პირველი იანვარი და იქნება ისეთივე საშინელი, როგორიც ყოველთვის იყო. ეს პირველი იანვარიც იქნება ისეთი, როგორიც 24 წლის განმავლობაში იყო. არავითარი ცვლილება. დაიწყება 2012 წლის პირველი დღე. ახალი იმედებით, ახალი სიხალისით, სიახლეებით, ახლის მოლოდინით, ეს იმათთვის, ვისთვისაც ცხოვრება ღირებულია.
მე ვიჯდები კლინიკაში. ისევ მდორედ დაიწყება ეს წელიც. ისეთივე, როგორიც აქამდე იყო. არანაირი იმედები და არანაირი სიახლე.
დავლევ ჩემს წამლებს და ისევ დავიძინებ, რათა გავიღვიძო იგივე ადგილას, იგივე გუნებით და ვწერო, ვწერო იმაზე, რაც არავის აინტერესებს.


written on 15th of November 2011

By Liz

Tuesday, January 10, 2012

კლინიკა ბილი ნაწილი 9. ის, ვიღაც ქალი.

...თითებზე მეფერები თითებით. ხელზე მიხახუნებ შენს ხელს. ცხელ, გახურებულ შუბლს მადებ შუბლზე და მე ვწითლდები.  ეს სიმორცხვის სიწითლე არაა, შენი სითბო მათბობს და  სიმხურვალე მიწითლებს ლოყებს.
ყურში ჩუმად მჩურჩელებ რაღაც სიტყვებს. მე არ მესმის. არ შემწევს ძალა, გონება მოვიკრიბო და მოვისმინო ნათქვამი. შენი სიახლოვე მიფანტავს გონებას და ვეღარ ვაზროვნებ. ამ უნარს მართმევ და მიგაქვს შენთან, ინახავ იქ, სადაც ჩემი თითების მოფერება სულმდგმულობს.
მე ისეთი ლამაზი ვარ შენს გვერდით. სიხარულით მიციმციმებს თვალები. ჩემი თვალების კაშკაშით ვუნათებ გზააბნეულ მგზავრებს გზას.
მე ისეთი თბილი ვარ შენს გვერდით, ჩემს სითბოს ვუნაწილებ სხვა, უცხო ადამიანებს. ყოველ დილით სითბოს ვუნაწილებ ოჯახის წევრებს.
მე ისეთი ბედნიერი ვარ შენს გვერდით, სულ ვიღიმი. ჩემი დღეები სულ ღიმილიანია. მე ცაც მიღიმის, მზეც და ის ღრუბელიც, რომელსაც შენი დასველება გადაუწყვეტია.
მე ისეთი იდუმალი ვარ შენს გვერდით, მეგობრები ინტერესით მაკვირდებიან. მეკითხებიან და მსწავლობენ. ხელახლა ვიცნობ ჩემს მეგობრებს.
მე ისეთი ღარიბი ვარ შენს გვერდით, სიყვარულის, სითბოს, ალერსის და მოფერების მეტი ვერაფერს გაძლევ.
მე ისეთი ნიჭიერი ვარ შენს გვერდით, ლექსებს გიწერ, გიმღერი და ხოტბის სიტყვებს გასხამ. ლამაზი და კეთილი სიტყვები თავისით პოულობენ ადგილს ქაღალდზე და ლაგდებიან შესაფერის მწყობრში.
მე სანამ შენით ვცხოვრობ და ვსუნთქავ, იქ, სადღაც, ვიღაც ქალი იხრჩობა შენი წყურვილით. იქ, ვიღაცას გულს უკეპავენ და სისხლს წურწურით ადენინებენ. იქ, ვიღაც ქალი ზღვის წვეთებით ტირის.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უფრო ბედნიერია.
იქ, ვიღაც ქალი უშენობამ განკურნა.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უფრო მხიარულია.
იქ, ვიღაცა ქალი უშენოდ იღიმის.
იქ, ვიღაც ქალს შენზე უკეთეს ადამიანებთან აქვს ურთიერთობა.
იქ, ვიღაც ქალი სხვის თვალებს ხვდება, სხვის ხელებს, სხვის სითბოს.
იქ, ვიღაც ქალს უკეთესად ექცევიან.
იქ, ვიღაც ქალს შეუფასებელ კომპლიმენტებს ეუბნებიან.
იქ, ვიღაც ქალს ფუფუნებას აგრძნობინებენ.
იქ, ვიღაც ქალზე ზრუნავენ.
იქ, ვიღაც ქალი ხვდება, რა კარგია ცხოვრება შენს გარეშე.
იქ, ვიღაც ქალი უშენოდ უკეთ სუნთქავს.
იქ, ვიღაც ქალი კი არ არსებობს, ცხოვრობს.

ერთხელ უცნობი ქალი ქოლგით ხელში წვიმიან ამინდში სეირნობდა პარკში. მას კოპლებიან კაბაში დასველებული გოგონა მიუახლოვდა.
-გამარჯობათ ქალბატონო.
-გაგიმარჯოს კოპლებიან კაბიანო გოგონავ.
- ხო, დავსველდი. მხიარული სიცილით უთხრა გოგონამ.
- რითი შემიძლია დაგეხმარო? სერიოზული სახით დაუწყო ქალმა თვალიერება გოგოს.
- თქვენთან ლაპარაკი მინდა. რამოდენიმე კითხვა დაგისვათ შეიძლება?
- კითხვებს გააჩნია.
ისინი შევიდნენ იქვე კუთხეში მდებარე თბილ კაფეში. მოითხოვეს ფინჯანი ყავა და მარმელადები.
სვავდნენ ცხელ ყავას და საუბრობდნენ.
- მერე თქვენ არაფერი ცადეთ მის დასაბრუნებლად? ეკითხებოდა კოპლებიან კაბიანი გოგო, თან ცხელ ყავას სულს უბერავდა.
- ცდით როგორ არ ვცადე.. ბევრი ვცადე. საკმარისზე მეტი. ვხვდებოდი, რომ ცდას არ ჰქონდა აზრი, მაგრამ ამის დაჯერება არ მინდოდა და ჩემს თავში ტრიალებდა სიტყვა "იქნებ".
- იქნებ მიხვდეს თავის შეცდომას?
- სწორედ მაგ იქნებმა დამღუპა. :)
იმედი პირველი უნდა მოკლა. უნდა შეხედო რეალურად მოვლენებს და იმედი იქვე გაანადგურო. სულელებს უთქვამთ იმედი ბოლოს კვდებაო, მე კი გეუბნები იმედი პირველი უნდა გაანადგურო ასეთ შემთხვევაში. იმედი იმდენ არასწორ საქციელს ჩაგადენინებს, მერე ინანებ. საკუთარ თავზე გაგულისდები.
-თქვენ მე მეცოდებით..
-აქ უშვებ შეცდომას. არასოდეს, არავინ შეიცოდო პატარა გოგოვ.
მე არაფერი არ მაქვს შესაცოდი.
ვცოვრობ ისე, როგორც ეს ჩემს გულს გაუხარდება.
ვაკეთებ იმას, რაც  ჩემს ხელებს გაუხარდება.
ვიყურები იქით, საითაც ჩემს თვალებს უნდათ ყურება.
გადაწყვეტილებებს ვიღებ ისე,  როგორც ამას ჩემი ტვინი  გადაწყვეტს.
ვიქცევი ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად.
მიყვარს ისე, როგორც მე ეს მასწავლეს.

Tuesday, December 27, 2011

ახალი წელი კლინიკა ბილში. ნაწილი 8.

კლინიკის დიდი ოთახის კუთხეში ენთო ბუხარი და პაციენტები შემოსხდომოდნენ გარშემო. ჩაის დღე ჰქონდათ და საუბრობდნენ ერთმანეთში.
პაციენტებს შორის არ იყო ლაილა და მიმი.
ექიმებმა გადაწყვიტეს ისინი მარტო დაეტოვებინათ, რათა უფრო დაეახლოვებინათ ერთმანეთთან და არც მედდებს და არც ექიმებს შეუწუხებიათ ისინი.
ახალი წელი ახლოვდებოდა, რამოდენიმე საათი რჩებოდა.
ისხდნენ პაციენტები და საუბრობდნენ ათას წვრილმან რამეზე. ნელ-ნელა მათ გარემოში ძალიან თბილმა აურამ დაისადგურა. ცეცხლის ბრალი იყო, სიბნელის თუ სიჩუმის, ან ყველაფერი ამის ერთად. მყუდრო გარემოს ქმნიდა ოთახში სიბნელე, რომელიც მხოლოდ ბუხრის ცეცხლით იყო განათებული და ადამიანის სახეებს ეფინებოდა ნახევრად. შეიძლება ამ გარემოს ისიც ქმნიდა, რომ ისინი ერთმანეთს  ვერ ხედავდნენ მთლიანად. ცეცხლს ოდნავ მოშორებით ჯდომით ისინი სიბნელეს იხურავდნენ სახეზე, თვალებზე და უფრო უადვილდებოდათ ასე საუბარი.

სელი: რა ცუდია თოვლი რომ არ გვაქვს ამ ახალ წელს.
ბრიჯითი: ჰო, არადა უნდა მოსულიყო. მე მჯეროდა რომ მოვიდოდა.
სელი: თოვლის გარეშე ახალ წელს ეკარგება ხიბლი.
ბრიჯითი: ნუ წუწუნებ, ახალი წელი მოდის. წუწუნით უნდა შეხვდე? ასეთს რომ გნახავს არაფერ კარგს აღარ გამოიმეტებს შენთვის.
სელი: არც ველი კარგს არაფერს.
ბრიჯითი: პესიმისტი ხარ!
სელი: ჰო ვარ, ჩემნაირი ცხოვრება რომ გქონოდა...
ბრიჯითი: ცხოვრებაზე შენ არ უნდა ლაპარაკობდე. მამას უსაზღვროდ უყვარხარ და შენს გარდა ამას ყველა ხედავს.
შენზე ვიღაცა მაინც ზრუნავს...
სელი დადუმდა.
--------------------------------------------------------------------------------
გიგა: რას აკეთებ?
ალექსანდრა: ფიფქებს ვჭრი ქაღალდებისგან.
გიგა: მერე ყვითელი ფიფქები სად გინახავს?
ალექსანდრა: აბა რა ფერია?
გიგა: თეთრი.
ალექსანდრა: არა. ცდები. ფიფქები ფერადია. იისფერი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი. უბრალოდ კარგად უნდა დააკვირდე. თოვლი თეთრია ფიფქები კი ფერადი. ფიფქებს როცა ცვივა მაშინ უნდა უყურო და არა როცა ჩამოვარდება ძირს.
გიგა: შენ საიდან ამდენი ჩიტო?
ალექსანდრა: მე ვუყურებ შენგან განსხვავებით.
გიგა: არ გინდა აგრესია. კარგად ვარ შენდამი განწყობილი.
ალექსანდრა: ...
გიგა: მონატრება რა ფერია?
ალექსანდრა: გააჩნია როგორ გენატრება.
გიგა: მონატრებაც სხვადასხვანაირია?
ალექსანდრა: რა თქმა უნდა. გააჩნია ვინ გენატრება და რა სიძლიერით. მე, მაგალითად, მწვანედ მენატრება და. ღია მწვანედ.
გიგა: ალექს, სიყვარული რა ფერია:
ალექსანდრა:... ჩემი სიყვარული?
გიგა ჰო აი შენი.
ალექსანდრამ უცნაურად შეხედა გიგას, თითქოს პირველად ხედავდა. უაზრო მზერას ამოიკითხავდით მის სახეზე.
ალექსანდრა: ვინ ხარ?
გიგა: გიგა, ვარ გიგა. ერთ-ერთი პატიმარი ამ კლინიკისა. :)
ალექსანდრა: მერე ჩემგან რა გინდა?
გიგა: რას აკეთებ?
ალექსადრა: ფიფქებს ვჭრი ქაღალდებისგან.
გიგა: მერე ყვითელი ფიფქები სად გინახავს?
ალექსანდრა: აბა რა ფერია?
გიგა: თეთრი.
ალექსანდრა: არა. ცდები. ფიფქები ფერადია.
...................................................................................
ლინდა: გიხარია ახლი წლის მოსვლა?
ნეფერტიტი: მიხარია.
ლინდა: მიზეზი?
ნეფერტიტი: ახალს ველი ყველაფერს. ახალი წელი, ახალი ზამთარი, გაზაფხული და ზაფხული. ახალი დღეები, ახალი მზე, ახალი გატეხილი ღამეები. ახალი სიტყვები.
ლინდა: და ახალი ადგილი ხო? კლინიკიდან გასვლას არ გპირდება ახლი დღეები?
ნეფერტიტი: კლინიკიდან მე არ წავალ. ესაა ჩემი სახლი, აქაა ჩემი გული. უგულოდ სხვაგან ვერ ვიარსებებ.
ლინდა: აქედან წასვლა არ გინდა? რა სისულელეა. ამ წელს აქედან გავალ.
აღარ დავლევ ყოველ დღე წამლებს.
აღარ შევჭამ ამ მოსაბეზრებელ საჭმელს.
აღარ ვილოცებ ძილის წინ და დილით.
აღარ ვუყურებ ამ სულელურ ტელეგადაცემებს.
აღარ ვუყურებ ერთიდაიმავე სახეებს.
აღარ დავიძინებ 10 საათზე და აღარ ავდგები დილით 7ზე.
ვივლი სადაც მინდა და როგორც მინდა.
შევჭამ დიდ ჰამბურგერებს და დავლევ კოკა კოლას.
დავიძინებ როცა მინდა და შუადღემდე ვიძინებ.
წავალ ატრაქციონებზე.
გადავყრი წამლებს.
გავიცნობ ახალ ხალხს და მათთან ერთად მოვწევ და დავლევ გათიშვამდე.
ვივლი კლუბებში საცეკვაოდ.
ნეფერტიტი დუმილით და საცოდავი სახით უყურებდა თუ როგორი აღფრთოვანებით ყვებოდა ამ ყველაფერს ლინდა და ერთი წამით გაიფიქრა: ლინდას თავისუფლება უნდა.
შემდეგ თავის პატარა ბლოკნოტში ჩაწერილი სიტყვები ამოიკითხა:
" როცა ღვინით დათრობის აზრებს ჩაწვდება ბუნდოვანება,
მაშინ ვგრძნობთ სიმთვრალის გემოს.
როცა სიზმრებს ნაკლოვანება გაეკარება,
მაშინ ვთხოვთ ჩვენს სულს გვენდოს."
ნეფერტიტი: გილოცავ ახალ წელს ლინდა.
---------------------------------------------------------------------------
თორნიკე: ნუ ტირი, ძალიან გტკივა?
სიუზი: ჰო.
თორნიკე: ხომ გეუბნებოდი არ უნდა დარჩენილიყავი ამ კლინიკაში. გაინდგურე მომავალი.
სიუზი: შენ ხარ მომავალი, არ გესმის? არ შემეძლო დამეტოვებინე ამ კლინიკაში მარტო. ერთად ყველგან, სადაც არ უნდა იყოს.
თორნიკე: მიატოვე ყველა და ყველაფერი.
სიუზი: მე უფრო მყვარებიხარ, ვიდრე შენ.
თორნიკე: სისულელეებს ამბობ.
სიუზი: არაა სისულელე თოკო. ყოველთვის მე ვთმობ მეტს, ვიდრე შენ. ყოველთვის ისეთი გრძნობა მიჩნდება, რომ ჩემგან თავის დაღწევას ცდილობ.
თორნიკე: სიუზ, სიუზ, გაჩერდი.
სიუზი: თავს მიტოვებულად ვგრძნობ.
და აუვარდა გოგოს ტირილი. თორნიკე ფანჯარასთან იდგა და ხმას არ იღებდა.
თორნიკე: ძალიან გტკივა?
სიუზი: ჰო.
თორნიკე: ჩამეხუტე.
თორნიკე და სიუზი ჩაეხუტნენ ერთმანეთს და მათი სითბო ჩაიღვარა სხვების გულებშიც.

გარეთ კი წვრილად თოვდა...