Thursday, October 28, 2010

მსახიობები Cats


რამ თამ თაგერი, ყველაზე სექსუალური კატა. მას უყვარს ფლირტაობა და ქალი კატები მასზე ეცემიან . ამ კატით დავიწყე, რადგან ჩემს დიდ სიმპატიებს იმსახურებს.

ვიქტორია, უმწეო თეთრი კნუტი, რომელიც ცეკვის ნიჭითია დაჯილდოვებული. ის პირველი იყო ვინც შეეხო და მიიღო გრიზაბელა.

მისტოფელესი, ახალგაზრდა შავი კატა, რომელიც ზებუნებრივი ძალების პატრონია.

მექევითი, კრიმინალი, რომლის დაჭერაც ვერ მოახერხეს. იგი თავისი გარეგნობით ყველას აშინებს.
ჯემიმა არის კნუტი, ყველაზე უმცროსი კატა. ისი ასრულებს "მემორის" დეუთერენომისთვის.

დეუთრონომი, ყველაზე მოხუცი და ჭკვიანი კაცი. ტომის მეთაური.
მანკუსტრაფი,მთხრობელი. იგი მეორე ძალაა ტომისთვის მოხუცი ეუთორონომის მერე.

სკიმბლშენკი, სადგურის კატა. იგი ცხოვრობს მატარებლებთან და მათ ზედამხედველად თვლის თავს.
ჯენიენიდოთსი, რომელიც არის ძალიან მსუქანი. იგი მთელი დღე ზის და თვალყურს ადევნებს თაგვებს. ასწავლის მათ რაღაცეებს.
გროულთაიგერი და გრიდელბოუნი შეყვარებული წყვილი.
დემეთერი, ყველაზე მხიარული და თამამი კატა. მთავალი ვოკალისტი.
ბომბალურინა არის თავხედი ქალი. მთავარი ვოკალისტი და მოცეკვავე.
ჯელილორამი- კატა, რომელიც კნუტებს მზუნველობას არ აკლებს. მას ახლო ურთიერთობა აქვს გაზთან.
ბასთოფერ ჯონსი არის მსუქანი კატა, რომელსაც ყველა პატივს სცემს მისი მდგომარეობის გამო. იგი მაღალ წრეს ეკუთვნის.

გაზი-მსახიობი კატა, რომელიც მხოლოდ მისი სიმღერის დროს ჩნდება. ამ სიმღერაში მჯისი ცხოვრება და სამსახიობო გამოცდილებაა აღწერილი.



გრიზაბელა, ყოფილი მომხიბვლელი კატა, რომელმაც დაკარგა თავისი ბრწყინვალება და მხოლოდ ის სურს რომ კატებმა მათ წრეში მიიღონ. გრიზაბელამ ტომი მაშინ მიატოვა, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რათა ენახა მსოფილიო. მას დიდი გამოცდილება აქვს ამ ცხოვრების მკაცრი კანონებისა.

No comments:

Post a Comment